შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ნათლისღება

როს ცა იძრა სიხარულით სასწაული ხდებაო,
სულიწმინდის მადლი უფალს ნათლად ეფინებაო,
იოანე წყლით ნათელს სცემს განკაცებულ ღმერთსაო,
სასწაული ცხადად ხდება, ხალხი ხედავს მტრედსაო.
ცა ზეიმობს, მიწა ხარობს, გული იღებს ღმერთსაო.
ღვთისმშობელის ლოცვა ისმა, ანგელოზთა ჟღერაო,
იკურთხება ყველა კუთხე, ჰაერი და ზეცაო.
მადლი ღვთისა მოეფინა უფლის მსახურ ერსაო.
დღეს ცა იძრა, სასწაული კიდევ მეორდებაო,
შემოქმედი სულიწმინდის მადლით იმოსებაო.
მადლი ღვთისა ეფინება უფლის მსახურ ერსაო,
იკურთხება ცა და მიწა გული იღებს ღმერთსაო...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →