შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

სასჯელი

საქართველოში როგორც ტოლვილი,
საქართველოდან გადმომასახლეს,
სიტყვა ვითხოვე - არ მომაწოდეს,
ერთი ბგერაც არ შემომთავაზეს.
ბრალი მომიდეს, დამწამეს თრობა,
რითმა წამართვეს, გული გააპეს,
თქვენს სიყვარულში ბახუსში ყოფნა
მძიმე სასჯელად გამისამართლეს.
ღვინოს არ ვსვავდი, ვეკრძალებოდი,
მხოლოდ მცირედით გულს ვალაღებდი,
ეგეც დამწამეს ჩუმად იპარავს
და სასამართლო სცენად გამართეს.
საქართველოში როგორც ტოლვილი
საქართველოდან გადმომასახლეს,
ქართველი ხალხის სიყვარულისთვის
რეციდივისტად გამომაცხადეს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →