შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

უბრალო

მიყვარს ცხოვრება უბრალო,
გოგოს თვალები უმანკო,
მათრობს სურნელი ვარდების
დილით მზის სხივთა ფანტელი,
ქვევრს ღვინის ბოხი წუხილი
და გრძნობა გულთ განდობილი.
დოქის პირს წვეთი თავნება,
ცქრიალა ღვინის დალევა.
მაყალს მწვადების შიშხინი,
სუფრას ქართული ღიღინი.
მრავალ-ჟამიერ ნაცადი
კვლავაც ირწევა აკვანი...
მიყვარს დღეები უბრალო
გოგოს თვალები უმანკო,
მიყვარს სიცოცხლის ფერები
ალიონს დანახვედრები...

ვ. ადეიშვილი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →