შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

თბილისის ფარდა

დღეს ნარიყალას ეხურა ნისლი,
თითქოს ფიქრობდა მთელი სამყარო,
დღეს ალიონზე სხივების ნაცვლად
ღრუბელთა ჯარი იდგა საავდროდ.
დღეს მთის ფერდობებს ეწვია სევდა,
მთაწმინდის მთვარეც არ ჩანდა ბნელში,
დღეს თბილის-ქალაქს ეწვია დარდი
გაუმხელ გრძნობას მოედო ხავსი...
დღეს ნარიყალას ეხურა ნისლი,
დაფიქრებული იყო ბუნება,
და ცა კამკამა, ცა მომცინარი
დღეს წვიმის წვეთით გვესალბუნება...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →