შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

იმედი

ხანდახან ვნატრობ ცა იძრას,
მიწამ ყივილი დაიწყოს,
ალიონს - მოწყურებული
დილა ღიმილით გაგვითბოს.
ხანდახან ვნატრობ სამყაროს
კარი მცირე ხნით გაიღოს
ანგელოზების გალობა
ოთხივე კუთხემ გაიგოს.
ხანდახან ვნატრომ იჭექოს
ზეცამ სლუკუნი დაიწყოს
ააშრიალოს მთა-ბარი
სიცოცხლე გამოაღვიძოს.
ხანდახან ვნატრობ გულები
ერთურთის ტრფობამ გაგვითბოს
მთელი სამყარო მგოსნების
ტკბილმა ჰანგებმა დაიპყროს...
......................................................................
მერე ოცნება მიტაცებს
ნეტავი მალე დაიწყოს...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →