შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

დრო... ისტორია...

დრო ისტორიას გადასცემს ამბავს,
ხალხთა გმირობით, სირცხვილით ნაზავს,
წაუშლელ მელნით ასოებს ქარგავს,
ყვითელ ფურცლებზე უმატებს ახალს.
დრო წინაპართა არწევდა აკვანს,
მათი სახელი ოქროთი ქარგა,
აწმყოს ცხოვრება ვერცხლსაც კი არ ჰგავს,
უფრო ღალატის ასახავს ამბავს.
დრო ჩვენს მომავალს მოუთხრობს მრავლად
დანატოვარის უაზროდ ფლანგვას,
მხოლოდ მცირედნი მიიღებს დაფნას,
და ეს გვირგვინი გაჰყვება ლამპრად.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →