შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

იმედის ხელი

ცხოვრების წესი დაუძლეველი
სადაც სიკვდილი არხევს ფარღარას,
სადაც სიცოცხლე მომავლის სხივით
დაკოჟრილ გულში იმედს ჩასახავს.
თაობას ქმნის და ძერწავს მომავალს,
ლამპრად კიაფობს მიმქრალ ალიონს,
წლებს ოცნებები ურწევენ აკვანს
ქმნიან ცხოვრების ახალ ამბიონს.
უკვე მოხუცი, მომავალს უმზერს,
გზა გასავლელი არც დარჩენია,
წარსულით ხარობს და ანგელოზნი
მის წასაყვანად ემზადებიან.
შვილი ჯერთ ნორჩი, ბედის მჭედელი,
უფლის წყალობით ბედსაც სწვევია,
ძე ღვთის განგებით ციცქნა ხელები
მის მოსახვევნად ემართებიან.
დაუძლეველი განგება ღმერთის,
დარწეულია აკვანი ბედის,
დედა მოხუცი, შვილის ხელს - ხელით,
და შვილი - დედა... იმედის ხელით...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →