ჩანაწერი
Laravel
ლამაზი ქალი
მინდა დაგხატო - როგორც ოცნება,
ოცნება - ციდან ჩამოვარდნილი,
მინდა დაგხატო - როგორც ყვავილი
ზამთარში თოვლზე მარტოდ გაზრდილი,
მინდა დაგხატო - როგორც ცხოვრება
ვით ცისარტყელა ფერად აღვსილი.
მინდა გადმოვცე შენი სურნელი
ენით ვერ თქმული, გულში ჩაღვრილი,
მინდა ხმა ტკბილი ვამცნო მსოფლიოს,
როგორც მგოსანის ჰანგნი ფაქიზნი.
მინდა დაგხატო - როგორც პოეტმა,
ყველას ვანახო სახე ნამდვილი,
მინდა დაგხატო ლექსში სტროფებად
უკვდავსაყოფად შენი მანდილის...
ოცნება - ციდან ჩამოვარდნილი,
მინდა დაგხატო - როგორც ყვავილი
ზამთარში თოვლზე მარტოდ გაზრდილი,
მინდა დაგხატო - როგორც ცხოვრება
ვით ცისარტყელა ფერად აღვსილი.
მინდა გადმოვცე შენი სურნელი
ენით ვერ თქმული, გულში ჩაღვრილი,
მინდა ხმა ტკბილი ვამცნო მსოფლიოს,
როგორც მგოსანის ჰანგნი ფაქიზნი.
მინდა დაგხატო - როგორც პოეტმა,
ყველას ვანახო სახე ნამდვილი,
მინდა დაგხატო ლექსში სტროფებად
უკვდავსაყოფად შენი მანდილის...
Laravel
კომენტარი
0