შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ზეცას...

ზეცას ჩავხედე თვალებში,
დაფიქრდა, თითქოს შეირხა,
შემოიკრიბა ღრუბლები
თვალ-მიუწვდენელ ხეივანს.
როცა მხის სხივით ხარობდა,
როცა კამკამით ლაღობდა,
მაშინაც სევდას მალავდა
მაშინაც დარდი აშთობდა.
ზეცას შევბედე სათქმელი,
სიტყვები ფიქრად გარბოდა,
ვერ მოიკრიბა აზრები,
განმარტოვდა და დაობლდა.
თვალებს ცრემლს მიღმა მალავდა,
მიწაზედ წვიმა სახლობდა,
მასაც ჰქონია დარდები,
მხოლოდ ვარსკვლავებს ანდობდა.
ზეცას შევხედე თვალებში,
როცა სხივებით გვათბობდა,
ვერ გამიბედა სათქმელი
და ღრუბლებს მიღმა დაობლდა...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →