შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ოდესმე დავწერ

ოდესმე დავწერს -
ლექსებს დავწერ ერთგულებაზე.
შევქმნი ბალადებს
უკურნებელ სნეულებაზე,
ოდესმე დავწერ -
ვიცი დავწერ მეგობრობაზე
და უღალატო სიყვარულის
ერთ ფუძე-კარზე.
ვერ გამიგებენ,
შემრაცხავენ გიჟად მლიქვლელნი
და სანაგვეზე დაიდებენ
ბინას ფიქრები,
ოდესმე დავწერ -
ვიცი დავწერ მხოლოდ იმედით,
რომ მეც ვიქნები
მართლის მთქმელი თუნდაც მცირედის.
წლები გაივლის,
ისტორიას დაწერს დროება,
მოგონებებში დაიბუდებს
ჩემი რითმები.
ერთხელ დავწერე
სიყვარულის ერთგულებაზე
და ფუძე-კარის გადმოვეცი
გრძნობა პირველი.
ადრე დავწერე,
ავასრულე საქმით - სათქმელი,
ეხლა სულ ბოლო ნაკვერჩხალი
ალად ციაგობს,
უკვე სიბერე მომდგომია
კარებზე როკვით
და დარჩენილი ბოლო წლები
ლამპრად კიაფობს...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →