შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ამბობენ: - თურმე

ამბობენ: - თურმე პოეზია უკვდავებაა,
უხილავ სულის ღრმა ნაყოფი,
გულის ნაწილი,
ამბობენ: - თურმე პოეზია მდუმარებაა,
როცა სათქმელად - სიტყვებია
გრძნობის ძახილი.
ოდითგან იყო, აწმყოს მოჰყვა,
მომავალს ხვდება,
ლექსში - ფარული განცდებია
ამოძახილი,
ამბობენ: - თურმე პოეზია უკვდავებაა
და ზიარება ნაზ გრძნობებთან
გულით განცდილი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →