ჩანაწერი
Laravel
სიმდიდრე და სიღარიბე
ერთი ქვეყნის ერთ კუთხეში,
გზის პირად და მის შორს მდგარი
მოსჩანს ორი ნაგებობა
და ცხოვრების ორი ზღვარი.
ერთი ცამდის აზიდული,
ოქრო-ვერცხლით მობზინავი,
მეორე კი მოკრძალებით
ქვა-ლოდებით მომცინარი.
თითქმის ცამდის ზე აღმართულს
გარს ცემენტის არტყავს ჯარი,
მზის სხივები ვერ უწვდება,
ვერც ჩიტების ტკბილი ჰანგი,
ალიონზე მაღვიძარას
- ხმა ჩაესმის დამცინავი,
თავს ევლება მსახურები
მომღიმარნი, ფულის ხამნი...
ქვა-ლოდებით ნაგებ ქოხმახს
გარს ხეების იცავს ჯარი,
ალიონზე მზე სტუმრობს და
ხმოვანება ბულბულ-შაშვის.
მაღვიძარად მამალი ჰყავს
და ეზოში ცუგა დარბის,
ღამით ცაზე ვარსკვლავები
- უნათებენ სარკმელს კრძალვით.
წყაროს წყალი უჩხრიალებს
დაკოჟრილ ხელს წამლად არის,
მომსახურედ ბუნებას ჰყავს
და ბუნებაც მასთან არის.
წლები ისე მიილია შემოაწვა
მდიდარს დარდი,
ღარიბს დარდი არ ეხება
- არც მდიდრების კაეშანი...
ერთი ქვეყნის ერთ კუთხეში
ისევ მოსჩანს ორი სახლი,
ისტორიის ნაკვალევზე
სიღარიბე ბრძენად დადის...
გზის პირად და მის შორს მდგარი
მოსჩანს ორი ნაგებობა
და ცხოვრების ორი ზღვარი.
ერთი ცამდის აზიდული,
ოქრო-ვერცხლით მობზინავი,
მეორე კი მოკრძალებით
ქვა-ლოდებით მომცინარი.
თითქმის ცამდის ზე აღმართულს
გარს ცემენტის არტყავს ჯარი,
მზის სხივები ვერ უწვდება,
ვერც ჩიტების ტკბილი ჰანგი,
ალიონზე მაღვიძარას
- ხმა ჩაესმის დამცინავი,
თავს ევლება მსახურები
მომღიმარნი, ფულის ხამნი...
ქვა-ლოდებით ნაგებ ქოხმახს
გარს ხეების იცავს ჯარი,
ალიონზე მზე სტუმრობს და
ხმოვანება ბულბულ-შაშვის.
მაღვიძარად მამალი ჰყავს
და ეზოში ცუგა დარბის,
ღამით ცაზე ვარსკვლავები
- უნათებენ სარკმელს კრძალვით.
წყაროს წყალი უჩხრიალებს
დაკოჟრილ ხელს წამლად არის,
მომსახურედ ბუნებას ჰყავს
და ბუნებაც მასთან არის.
წლები ისე მიილია შემოაწვა
მდიდარს დარდი,
ღარიბს დარდი არ ეხება
- არც მდიდრების კაეშანი...
ერთი ქვეყნის ერთ კუთხეში
ისევ მოსჩანს ორი სახლი,
ისტორიის ნაკვალევზე
სიღარიბე ბრძენად დადის...
Laravel
კომენტარი
0