შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ქართული მრავალ ჟამიერი

ქართველად შობილს - მე ქართული წმინდა სისხლი მაქვს
და გურჯისტანის მხედარი ვარ უიარაღო.
აღმაშენებლის და თამარის ქვეყნის შვილი ვარ
დიდგორის ველზე მტერს რო სცემდა მახვილს საავდროდ.
დრო შეიცვალა, დღეს მახვილზე მოედო ჟანგი,
დიდგორის ველზე დაცლილია დიდების თასი,
ყაყაჩოებიც აღარ ელავს კრწანისზე წითლად,
ამაყი ერი წარსულია, ეხლა ბრბო ღელავს.
უწინ მრავალში - იშვიათი იყო ღალატი,
ეხლა მრავალში საძებნია თითო ვაჟკაცი,
ვერ დავიჯერებ რომ უეცრად ისე დავნარცხდით
მებრძოლთა მხარეს შემოაკლდა გულით მამაცნი.
ერთხელ გავბედე - გურჯისტანის დიდება შევსვი
და დავულოცე საქართველოს ამერ-იმერი,
დიდგორის ველზე წინაპართა ბილიკებს ვეტრფი,
ღმერთო მოგვმადლე ერს ქართული მრავალ ჟამიერი...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →