შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ბუმბერაზთ მიღმა

გალაკტიონის ვეტრფი ალიონს,
მე ბაირონის რითმები მხიბლავს,
წიგნის ფურცლებზე ჩაძინებული
ისევ ვაგრძელებ ლექსების კითხვას.
ვაჟას მთის წყაროს მოწყურებული,
ტატოს მერანით შევხვდები დილას
და ,,მე და ღამე"-ს დაწაფებული
,,მთაწმინდის მთვარე" მეწვევა ცისკრად.
,,ტანო-ტატანო"-ს გრძნობა დამათრობს,
გულს სიყვარულის ბახუსში სძინავს,
დილის მზის სხივი სიზმარს გააქრობს
და მე დავრჩები ბუმბერაზთ მიღმა...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →