ჩანაწერი
Laravel
ქართველი
მე საქართველოს გურჯი შვილი ვარ
დედის რძითა და ცრემლით ნაზარდი,
მე საქართველოს გულის პირი ვარ
მშობელი მიწის მთებზე ნავარდი,
მე წინაპრების წმინდა სისხლი მაქვს
გმირ ქართველების შთამომავალი,
კავკასიონის მთათა ქედებზე
მესხეთის კუთხით გადმომავალი,
მე საქართველოს გმირთა აკვანიდან
ღმერთმა მარგუნა მცირე ამაგი...
მე საქართველოს ობოლი რტო ვარ
ქარტეხილებში გამონაზარდი,
ნიკოფსიიდან-დარუბანდამდის
იწერებოდა ჩვენი ანბანი.
საქართველოსთვის ფარი ვარ ხელში
სადარაჯოზე ცოცხლად დამდგარი
და ორლესულა მახვილიც მე ვარ
ომში ნაწრთობი მტრებთან კაფვაში.
მე საქართცეკოს გურჯი შვილი ვარ
გულით ქართველი, სისხლით ამაყი,
დაუძლეველი ვაზის ყლორტი ვარ
ქართული გენის შთამომავალი...
დედის რძითა და ცრემლით ნაზარდი,
მე საქართველოს გულის პირი ვარ
მშობელი მიწის მთებზე ნავარდი,
მე წინაპრების წმინდა სისხლი მაქვს
გმირ ქართველების შთამომავალი,
კავკასიონის მთათა ქედებზე
მესხეთის კუთხით გადმომავალი,
მე საქართველოს გმირთა აკვანიდან
ღმერთმა მარგუნა მცირე ამაგი...
მე საქართველოს ობოლი რტო ვარ
ქარტეხილებში გამონაზარდი,
ნიკოფსიიდან-დარუბანდამდის
იწერებოდა ჩვენი ანბანი.
საქართველოსთვის ფარი ვარ ხელში
სადარაჯოზე ცოცხლად დამდგარი
და ორლესულა მახვილიც მე ვარ
ომში ნაწრთობი მტრებთან კაფვაში.
მე საქართცეკოს გურჯი შვილი ვარ
გულით ქართველი, სისხლით ამაყი,
დაუძლეველი ვაზის ყლორტი ვარ
ქართული გენის შთამომავალი...
Laravel
კომენტარი
0