შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ვედრება

ცოდვები ჩემიც მეყოფა,
სათქმელადაც კი დიდია,
ვიცი რომ არ დამინდობენ,
გასაჭირს გადამივლიან.
უფალო შეგევედრები,
ამაოებით მივლია,
უკან წარსული მომჩხავის
ცოდვებით დანატვირთია,
აწმყოშიც ვიყავ ამაოდ,
ლოცვაც კი მოკლე მითქვია,
დრო ისე გამიფანტია,
რომ შენთვის ვერ მომიცლია.
მომავალს ვხვდები სანთელით,
იმედი შენით მიცვნია,
ჩემი ცოდვილი ცხოვრება
შემინდე... შენ შეგიძლია...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →