შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

შემეწევა ღმერთი

მოგონებებს ფიქრებს მიღმა ავედევნე
და ბავშვობის გამახსენდა წლები,
სულ წასულან, წლების მიღმა დაკარგულან
ჩემი ყრმობის ვითომ მეგობრები...
მახსოვს როცა მივყვებოდი კიბეს აღმა,
ბევრჯერ მწარედ დამიცურდა ფეხი,
დავეცი და კვლავ ადგომას შევეცადე,
მხოლოდ ღმერთი მიფარავდა ზეცით...
ავიწიე მაღლა მავალ ბილიკებზე,
დასადგომი ვერ ვიპოვე ფეხის,
მიმავალი ისევ უფალს შევევედრე
მომაშველა ზეციური ხელი.
მოგონებებს ფიქრებს ვუთმობ წლების ზღვარზე
და მედროვე მოვიშორე ძმები,
ვიცი ბევრჯერ დავეცემი და გულს ვიტკენ,
დაცემულზე შემეწევა ღმერთი..
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →