შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

თბილის-ქალაქი

თითქოს გაიზარდა ჩემი ქალაქი
დრომ ვერ დააბერა დედაქალაქი,
მრავალ ომებში გარდმომავალი
ისევ მახარებს თბილის-ქალაქი...
ძველი უბნების - ძველი ბარაკი,
არაკს მიამბობს თითქოს ქალაქი,
თბილი გულით და დიდი ამაგით
ყველას დაიტევს თბილის-ქალაქი...
დილით ხმაურით, ცეკვა-თამაშით,
მომესალმება ჩემი ქალაქი,
საღამოს ჰანგებს მომიძღვნის ღამე
თავზე დამნათის მთაწმინდის მთვარე.
უცებ გაიზარდა ჩემი ქალაქი
დრომ ვერ დააბერა დედაქალაქი.
მრავალ მეფეთა ნამოღვაწარი
სიყვარულს გვჩუქნის თბილის-ქალაქი...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →