შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

დავიწყო თავიდან

მინდა დავივიწყო წარსული
მომავლის ჩავეხუტო წლებს,
აწმყოში გამოვკეტო დარდები
ხალისით გავუღიმო მზეს,
მიდა მოვეფერო ცხოვრებას
მომავალს ჩავეხუტო დღეს,
ღამეში გამოვკეტო ნაღველი
ალიონს სიხარული სდევს...
მინდა გამოვცხრილო აზრები
ცუდი გავატანო წლებს,
ძველი დავივიწყო ცრემლები
თავიდან შევუდგე გზებს...
მინდა ყველაფერი დავტოვო
რაც მქონდა გუშინდელ დღეს,
მხოლოდ სიყვარული ავიღე
გრძნობა გამინათებს ბნელს...
უკვე დავივიწყე წარსული,
ფარდა ავაფარე წლებს,
თავიდან შევუდექი ცხოვრების
იმედით გათენებულ დღეს...
ძველი სიყვარული მამხნევებს,
ის არ ემონება წლებს,
წარსულში მისაჩუქრა სიცოცხლე
ეხლა გამინათებს გზებს...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →