შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

სამყარო

ვუყურებ თუ როგორ იცვლება თაობა,
რატომღაც სიძველე ერევა ხეივნებს,
ეს გული მარტოა კვლავაც ამ აღდგომას,
და უფლის დიდებას მარტო იზეიმებს.
არავინ კითხულობს, ხმის არ ჰყავს გამცემი,
არა ჰყავს მომკითხი და გრძნობის გამხელი,
ღიმილით დაფარა, მაგრამ ჩანს თვალებში,
გრძნობის სიმარტოვე და სევდის თარეში...
ჟამთა მსვლელობაში იცვლება თაობა,
ხავსი მოსდებია ჩემი გზის ნაპირებს,
ისევ სიყვარულით ვხვდები ამ აღდგომას,
გრძნობას საპასუხოდ არავინ არ იღებს...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →