შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

არავინ იცის

არავინ იცის სად ვიწყები და სად ვმთავრდები...
არაფერია უსასრულო ამ ცისქვეშეთში,
არც ეს მდინარე ასწლეულთა მკერდზე მომწყდარი,
არც ეს გზებია იდუმალი და უკვალავი...
არ ვიცი, რისთვის დავემდურე სულის სიმშვიდეს, და ყველა თიხა, როდი ვარგა
ახლა საჭურჭლედ!
თითქმის ყოველ დღეს მოაქვს სევდა
ამგვარი გზებით,
უცხო სიცივე ეუფლება დაბინდულ მზერას,
შორს სივრცეებში იკარგება მზე სისხლისფერი, და წეროებიც ასე ჰკვეთენ სველ ჰორიზონტებს...
ჩემს ცხელ ბაგეზეც, ასე დნება
მყინვარწვერები!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →