შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ასწი თასი

ასწი თასი დამილიე
ამ მზისა და ამ ცისა,
შენს ალერსში აკიაფდა
მინდორ- ველი ნარცისად!
დილით ცისკარს ვაჭიატე
ღვინო ვასვი ყანწითა,
აბორგებულს ქვევრის თავთან
მთვარეს სძინავს დარდითა,
ღვინის მადლი თუ წამიწყდეს
ქვევრის თავზე დამწვითა!
სიჭაბკემ გაირბინა
გულში სიმი ჩაწყვიტა,
ნაადრევად შეღამდა და
ვერცხლისფერად გაწვიმდა!
ხმლის ვადაზე ცრემლი წვეთავს
მზე ციაგებს ყაწიმთა,
ასწი თასი დამილიე
სადღეგრძელო ამ წლისა!
დამილოცე ფუძე-ჭერი
ანგელოზი ნათლისა,
სანამ ჟამი ულმობელი
ჩემს კუბოსაც გათლისა,
ღმერთო ერთხელ მომასწარი
გაბრწყინება ქართლისა!!!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →