შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

უნდა წახვიდე

უნდა წახვიდე...
არ მინდა შენდობა,
შენთვის დათმია
სულ წინა რიგები,
დაფნებსაც დაგითმობ
(თუ გულიც დაგითმე)
და გულის რიტმები
ავრიე რითმებში,
ბოროტი ლექსია
შენთვის შეთითხნილი,
თიხა კი – ედემის
ბაღიდან ვისესხე!.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →