ჩანაწერი
Laravel
ნუ გამიწყრები
ნუ გამიწყრები ვერ
შევძელი შენით დათრობა,
ვნებას ბადეში
გამოხვეულს ცქერით ვიურვებ,
წლები მიდიან ადრე
ვთვლიდი ამას გართობად,
"სადაველ" სად ვარ
სიჭარმაგეს, რაით მიუველ?!
სიტყვას გატეხილს კვლავაც
ათოვს სევდის ლაქარდი
მივყვები ქუჩებს
ალაგ_ ალაგ აყრილ ფილაქანს,
უამურია ნერწყვნარევი
წეკოს ქაღალდი,
შემოვუძახებ ნაგაზივით
მყეფარ ზენა ქარს!
ჩამოეხეტა უილაჯო
კადრი მწუხრისა,
იანვრის სუსხი ჩემთვისაა
ახლა ბრალდება,
დალეწილი ვენახს დილით
თოვლი თავს, რომ უხრიდა,
ვინ იცის ეგეც ჩემო
კარგო მე დამბრალდება!
მო, ბედისწერავ
მე ვიქნები ისევ არავინ,
ვინ გაქცევის წუთისოფლის
ვერაგ " საცერებს"?!
და, როგორც ყინვა
ალიონზე გაუბზარავი
გარდასულ დღეებს კვლავ
"ბავშვურად აალმაცერებს!"
შევძელი შენით დათრობა,
ვნებას ბადეში
გამოხვეულს ცქერით ვიურვებ,
წლები მიდიან ადრე
ვთვლიდი ამას გართობად,
"სადაველ" სად ვარ
სიჭარმაგეს, რაით მიუველ?!
სიტყვას გატეხილს კვლავაც
ათოვს სევდის ლაქარდი
მივყვები ქუჩებს
ალაგ_ ალაგ აყრილ ფილაქანს,
უამურია ნერწყვნარევი
წეკოს ქაღალდი,
შემოვუძახებ ნაგაზივით
მყეფარ ზენა ქარს!
ჩამოეხეტა უილაჯო
კადრი მწუხრისა,
იანვრის სუსხი ჩემთვისაა
ახლა ბრალდება,
დალეწილი ვენახს დილით
თოვლი თავს, რომ უხრიდა,
ვინ იცის ეგეც ჩემო
კარგო მე დამბრალდება!
მო, ბედისწერავ
მე ვიქნები ისევ არავინ,
ვინ გაქცევის წუთისოფლის
ვერაგ " საცერებს"?!
და, როგორც ყინვა
ალიონზე გაუბზარავი
გარდასულ დღეებს კვლავ
"ბავშვურად აალმაცერებს!"
Laravel
კომენტარი
0