შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

მივყვები ქუჩებს

მივყვები ქუჩებს დღე გახდა მოკლე
იანვრის სუსხი ჩრჩილივით დაზრა,
ვიხსენებ წარსულს და ვასკვნი მოკლედ;
დამღალა დროში მყოფობის აზრმა!
კვლავ მოსჩანს სივრცე უფერო ბადროს
ჩემს თავში ვარჩევ წაგებულ ტურებს,
და ახლა მთვარე ისეა ახლოს
აშინებთ მისი დანახვა ტურებს!
ვუყურებ შორით ასტრალურ ხაზებს
და ეჭვებს ეჭვით ვუცხადებ დასტურს,
დაესვენება ზღვა თევზის ფხაზე,
როგორც ტიტანი გადაღლილ სატურნს!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →