შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

უშენოდ

სული ჩამქრალ სანთელსა ჰგავს
უშენოდ,
გულს იარა სევდად ადევს
უშენოდ,
აღარ ხარობს ვარდი - ტურფა
უშენოდ,
აღარც სხივი მზისა მათბობს
უშენოდ,
თეთრი თოვლი სუდარას ქსოვს
უშენოდ,
ზეცას თალხი მძივად აზის
უშენოდ,
აღარც წვიმის როკვა მაკრთობს
უშენოდ,
ურჩი ქარი ხეებს ამტრვრევს
უშენოდ,
მთვარე ობლად ქცეულ მტრედს ჰგავს
უშენოდ,
აღარ მათრობს აღარც ღვინო
უშენოდ,
წლები, წლები, წლები მიჰქრის
უშენოდ!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →