ჩანაწერი
Laravel
გზად აწყურისკენ
ღამის ბინდი ნაცრისფერი ზეცა
მოვუყვები შენსკენ სავალ ბილიკებს,
აგერ მტკვარი მეწამული სადაფი
დარდიმანდობს და ეჭვით მაქილიკებს,
აგერ ციხე, აფეთქილი საკირე,
აქვე ძველი კლდედ მავალი გზაცა,
გული ისევ ეგებება აპრილებს
სულის მოთქმა დამანებოს არცა,
მერე ველთა მოჩითული ხავერდი
რა ინატროს ამის მეტი კაცმა?!
"ნაპურალზე მიმორბიან ქარები"
მტკვარი ცეკვავს ჯერ არნახულ ფარცას!
მოვუყვები შენსკენ სავალ ბილიკებს,
აგერ მტკვარი მეწამული სადაფი
დარდიმანდობს და ეჭვით მაქილიკებს,
აგერ ციხე, აფეთქილი საკირე,
აქვე ძველი კლდედ მავალი გზაცა,
გული ისევ ეგებება აპრილებს
სულის მოთქმა დამანებოს არცა,
მერე ველთა მოჩითული ხავერდი
რა ინატროს ამის მეტი კაცმა?!
"ნაპურალზე მიმორბიან ქარები"
მტკვარი ცეკვავს ჯერ არნახულ ფარცას!
Laravel
კომენტარი
0