ჩანაწერი
Laravel
მე აღარ მახსოვს
ვეღარ ვუწამლე მარტოობას
შლეგს და დაზაფრულს,
ქარისფერ მარტებს,
თეთრ აპრილებს,
და მთვრალ გაზაფხულს,
დაინაწილებს სულის მუზა
იებს და ვარდებს,
ცის ლაჟვარდებს,
მზეებს არნახულს...
სასიყვარულოდ დაირწევა
ვენახზე კვირტი,
მდელოზე ღინღლი,
აიმღვრევა სასიყვარულოდ.
და ჩუმ ალერსში ჩააკვდება
ვნება სიშიშვლეს!
მე აღარ მახსოვს
თუ ოდესღაც
ვსუნთქავდი შენით,
ვხარობდი შენით,
ოდეს დავტოვე
ოაზისი ლურჯი
ჩრდილების
და მივაშურე
უდაბნოთა გამოქვაბულებს!
შლეგს და დაზაფრულს,
ქარისფერ მარტებს,
თეთრ აპრილებს,
და მთვრალ გაზაფხულს,
დაინაწილებს სულის მუზა
იებს და ვარდებს,
ცის ლაჟვარდებს,
მზეებს არნახულს...
სასიყვარულოდ დაირწევა
ვენახზე კვირტი,
მდელოზე ღინღლი,
აიმღვრევა სასიყვარულოდ.
და ჩუმ ალერსში ჩააკვდება
ვნება სიშიშვლეს!
მე აღარ მახსოვს
თუ ოდესღაც
ვსუნთქავდი შენით,
ვხარობდი შენით,
ოდეს დავტოვე
ოაზისი ლურჯი
ჩრდილების
და მივაშურე
უდაბნოთა გამოქვაბულებს!
Laravel
კომენტარი
0