ჩანაწერი
Laravel
შუადღე
ვით მოწყვეტილი ბაგეს ალერსი
თვალიდან ცრემლი სცვივა ნამივით,
ვერ შეედრება ვერც ერთი ლექსი
მზერას, ვედრებად ქცეულს წამივით,
და მეც ამგვარი აცახცახებით
ვთვლი მაჯისცემას ღამე განათევს,
და ვარსკვლავები ჩუმი მაყრები
მისჯის სიყვარულს, როგორც განაჩენს!
არ ვიცი ახლა ტანჯვა რას ფასობს
ან რა საწყაო მიწყავს ამ თმენას,
მადლობას ვუხდი უფალს ძვირფასო
შევთხოვ მარადის შენთან დარჩენას!
კვლავაც ჩურჩულით მღერღავს სათქმელი
ყელში მეჩრება სიტყვა შუამდე,
და მოთენთილი ვნების ალმურით
მზეზე თევზივით კვდება შუადღე!
თვალიდან ცრემლი სცვივა ნამივით,
ვერ შეედრება ვერც ერთი ლექსი
მზერას, ვედრებად ქცეულს წამივით,
და მეც ამგვარი აცახცახებით
ვთვლი მაჯისცემას ღამე განათევს,
და ვარსკვლავები ჩუმი მაყრები
მისჯის სიყვარულს, როგორც განაჩენს!
არ ვიცი ახლა ტანჯვა რას ფასობს
ან რა საწყაო მიწყავს ამ თმენას,
მადლობას ვუხდი უფალს ძვირფასო
შევთხოვ მარადის შენთან დარჩენას!
კვლავაც ჩურჩულით მღერღავს სათქმელი
ყელში მეჩრება სიტყვა შუამდე,
და მოთენთილი ვნების ალმურით
მზეზე თევზივით კვდება შუადღე!
Laravel
კომენტარი
0