შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ფერიცვალება

ფერიცვალება

ფ-ერთა გამები
შეუცვლია, თბილისის
დილას,
ე-მშვიდობება
ზაფხულს მთაწმინდა.
რ-ია-რიაა უკვე
ფოთლების,
ი-კრიბებიან ჩიტებიც
ნელა.
ც-ის კაბადონზე
კრავენ კამარას,
ვ-აზის მტევნები
ქარვისფრად ღელავს.
ა-ლიონს ისმის
ტაძრად ზარის ხმა,
ლ-ეღვიანს სამთა
გაცისკროვნდება.
ე-გებებიან
ფერიცვალებას,
ბ-უნება, ღმერთი,
წელთა განგება.
ა-ლადასტურით თასი
ივსება,
ყველას გილოცავთ
ფერიცვალებას!

19.08.2023წ.
ვალიკო კაკაურიძე
მიმინო
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →