შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

მტკივა შოვი

მტკივა შოვი

რაჭის მთებში ჩაკარგული,
მთის წალკოტი, მტკივა შოვი,
აგვისტოში მერამდენედ ირეკება ზარი გლოვის.

ტყე, რომ გაჩეხეთ, მის ნაცვლად,
რას სთავაზობდით ბუნებას,
შვილებს რა უნდა უამბოთ,
რა ენა მოგიბრუნდებათ?!

ვაჟას სიტყვები გახსოვდეთ,
თუ არ ხარ კაცი მხდალია,
"ტყე შეუნახე შვილებსა,
მამა ხარ, შენი ვალია"!

06.08.2023წ
ვალიკო კაკაურიძე
მიმინო
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →