ჩანაწერი
Laravel
შინდისის გმირებს
შინდისის გმირებს
იმ ბიჭების სადიდებლად,
გამივლია კალმით ხნული,
ხსოვნას ვამბობ დევგმირების,
ვისაც ცეცხლად ენთო გული.
მტარვალი, რომ კარს მოგვადგა,
არ დაინდეს თვისი სული,
ოცდაორი ვაჟკაციდან,
შეწყდა ჩვიდმეტის ქუხილი.
გალობით და ლოცვით ღვთისა,
თავად დაიფლითეს გული
და შინდისის მიწაწყალი,
კვნესდა, როგორც განგმირული.
მტერთან, ტყვეობაში ყოფნას,
ამჯობინეს თვით სიკვდილი!
ისე გააკვირვეს, რუსი,
ცხედრებს მოუხადა ქუდი.
ბევრი გმირი გამოზარდა,
ჩვენმა ერმა არნახული,
ქართველების გმირობაზე,
საუბრობდა ყველა რჯული!
2023წ
ვალიკო კაკაურიძე
მიმინო
იმ ბიჭების სადიდებლად,
გამივლია კალმით ხნული,
ხსოვნას ვამბობ დევგმირების,
ვისაც ცეცხლად ენთო გული.
მტარვალი, რომ კარს მოგვადგა,
არ დაინდეს თვისი სული,
ოცდაორი ვაჟკაციდან,
შეწყდა ჩვიდმეტის ქუხილი.
გალობით და ლოცვით ღვთისა,
თავად დაიფლითეს გული
და შინდისის მიწაწყალი,
კვნესდა, როგორც განგმირული.
მტერთან, ტყვეობაში ყოფნას,
ამჯობინეს თვით სიკვდილი!
ისე გააკვირვეს, რუსი,
ცხედრებს მოუხადა ქუდი.
ბევრი გმირი გამოზარდა,
ჩვენმა ერმა არნახული,
ქართველების გმირობაზე,
საუბრობდა ყველა რჯული!
2023წ
ვალიკო კაკაურიძე
მიმინო
Laravel
კომენტარი
0