შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

შენ

შ ე ნ

მერამდენედ გაილია წლები,
ფეხზე ვდგები და ზეცისკენ ვიწევ,
ქარი ქრის და გიშრიალებს თმები,
მერამდენედ ცხელ-ცხელ ლექსებს გიწერ.
მინდა გესხას ანგელოზის ფრთები,
ფრინავდე და ზედ ღრუბლებზე იწვე,
ციდან მესმის საოცარი ხმები,
ვევედრები, ღვთიურ ძალებს ვიწვევ.
ღვინოს ვსვამ და თითქოს ვეღარც ვთვრები,
ღვინის ღმერთებს მე დუელში ვიწვევ,
უფლის ჭიშკარს წვდება ჩემი ხმები,
ამას შევთხოვ-მეც შენს გვერდით ვიწვე.

26 იანვარი 2025 წელი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →