შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

გოზინაყი

ციყვუნიამ წინსაფარი
გაიკეთა დედიკოსი:
- დათვო, გინდა გოზინაყი? -
შენ თაფლი გაქვს, მე - ნიგოზი!

დათუნიაც დაფაცურდა,
განა უშნოდ ზოზინებდა;
- გოზინაყით ვის არ უნდა
ყელის ჩაკოკლოზინება!

გაიშალა სუფრა ძმური,
ახალი წლის დადგა ღამე...
მოილხინეს მეგობრებმა,
გოზინაყიც ბლომად ჭამეს!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →