შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

მჭირს უცნაური ალერგია

მჭირს უცნაური ალერგია:
ამინდს ვერ ვიტან
ნალექიანს;
კბილებით მიჭირავს
სული და ნერვი და
ორპირს და ფარისეველს
ვერ ვიტან.
მეგობრის მოღალატეს
ვერ ვიტან,
მოღალატის მეგობარს
ვერ ვიტან.
მეშვიდეთა და მერვეთა
პირველობასაც
ვერ ვიტან.
მილიონერ მეზობელს,
მლიარდელ ბიძაშვილს,
ჰონორარებს სალაროში,
ოქროებს მიწაში,
ოცკარტიან ბრილიანტს,
სამსართულიან აგარაკს,
აუტანელ სიცხეს,
გაუტანელ ამხანაგს,
გაქცევას სუფრის ველიდან
და ბავშვის ტირილს
ვერ ვიტან.
ლამაზ მსახიობს
ვერ ვიტან,
ვერ ვიტან
იუბილართა ელიტას
და აღტაცებას მაშინდელს,
როცა გუგუნებს რევიუ...
ალერგოლოგი მამშვიდებს,
თანდათან მოერევიო, -
და თუ ვერ მოერევიო,
თანდათან
შეეჩვევიო.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →