ჩანაწერი
Laravel
ხორნაბუჯის ციხეს
აქ აუნთიათ ვარსკვლავებს ღამე
და დაუწყიათ ცაზე კაშკაში,
ფიქრთა სავანე უხმოდ შევაღე,
ლექსი ჩავაგე გულის ქარქაშში.
მე ხორნაბუჯის ციხეს მოვედი,
თვალები მისდევს ალაზნის ჭალებს
და მახსენდება ლომგულფხოველი,
ღრმა ისტორიას სისხლით რომ ავსებს.
დუშმანის კართან მივყევარ ფიქრებს,
უსამართლობა დამხვდება ეტლში,
დარდებს წარსულის აკვნიდან იწვევს,
გულის სტრიქონი ვით მზის ნასხლეტი.
კახეთის ველზე, ვკითხულობ ვინ ვარ?
აქ მეფურ სისხლით სძინავს მელექსეს…
გარდასულ ბრძოლის ჟამი მინახავს,
მესმის ძახილი, ხმლები შელეწეს.
ვხედავ ირანი ერეკლეს უხმობს,
თეიმურაზი საუბრობს შვილთან:
„მე წავალ სპარსეთს“ - არცერთი გუობს,
მეფე - მეფეა, მამაა - გმირთან !!!
და დაუწყიათ ცაზე კაშკაში,
ფიქრთა სავანე უხმოდ შევაღე,
ლექსი ჩავაგე გულის ქარქაშში.
მე ხორნაბუჯის ციხეს მოვედი,
თვალები მისდევს ალაზნის ჭალებს
და მახსენდება ლომგულფხოველი,
ღრმა ისტორიას სისხლით რომ ავსებს.
დუშმანის კართან მივყევარ ფიქრებს,
უსამართლობა დამხვდება ეტლში,
დარდებს წარსულის აკვნიდან იწვევს,
გულის სტრიქონი ვით მზის ნასხლეტი.
კახეთის ველზე, ვკითხულობ ვინ ვარ?
აქ მეფურ სისხლით სძინავს მელექსეს…
გარდასულ ბრძოლის ჟამი მინახავს,
მესმის ძახილი, ხმლები შელეწეს.
ვხედავ ირანი ერეკლეს უხმობს,
თეიმურაზი საუბრობს შვილთან:
„მე წავალ სპარსეთს“ - არცერთი გუობს,
მეფე - მეფეა, მამაა - გმირთან !!!
Laravel
კომენტარი
0