შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

სიძულვილიდან სიყვარულამდე

დავკარგე სხივი, უცხო მხარეში,
ყოველ ნაბიჯზე დრო ამხელს ნიღბებს,
მე ბეწვის ხიდზე ორთა თარეშში,
ვიბრძვი და ბნელიც დარაბებს მიღებს.

უმოწყალობა გაჰკვეთს ბილიკებს,
გონების მიღმა, ცვდება სამეფო,
მე ვკვდები, როცა სამყარო მიკლებს,
როცა უფალი ჩემში არ მეფობს.

სიყვარულიდან სიძულვილამდე,
ერთი ნაბიჯის ცდომის ფიქრია,
სიძულვილიდან სიყვარულამდე,
ღმერთო, რა მცირე საზღაურია.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →