შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ამ წამს

ამ წამს ხომ გველი საკუთარ კუდს ჭამს
დათვი კი ანგრევს საკუთარ ბუნაგს
ეკლესია ხომ თავის კარს ხურავს
და დედამიწაც კი აღარ ბრუნავს

ამ წამს ხომ სოფელს ნისლი ადგება
ამ წამს წლის მკვდარი ფეხზე დადგება
ამ წამს ღიმილი ჭამეს დარდებმა
ამ წამს მსოფლიო გადაგვარდება

ეს წამი იყო შენ რომ წახვედი
ეს წამი იყო შენ რომ დამტოვე
დიახაც,ზუსტად ამ წამს წახვედი
დიახაც,ზუსტად ამ წამს დამტოვე
Laravel

კომენტარი

1
ლაშა კობიაშვილი
პირველ სტროფში რამდენი დრამაა ❤
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →