შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ენით დაჭრილი არ იკურნება

სიბრძნეს მრავალი ჭრილობა ახლავს,
მათშორის ერთი არის დუმილი.
ზოგჯერ საჭირო არ არის ყველას
გაუზიარო შენი წუხილი.

თავშეკავება, დინჯი პასუხი,
არის რჩეული კაცის თვისება,
ხშირად უსიტყვო გამოხედვაშიც
ჩანს გონიერი კაცის ღირსება.

სრულყოფილება ჩვენგან შორს არის,
ბევრი ნაკლი გვაქვს ადამიანებს,
თუმც უსაფუძვლო ჭორი გახსოვდეთ
ადამიანის სულს აზიანებს.

ადამიანებს ხშირად გვჩვევია
გავაკრიტიკოთ სხვისი ბუნება,
მაგრამ „საბამ“ თქვა ენით დაჭრილი
ჭრილობა თურმე არ იკურნება

სიდარბაისლე, თავშეკავება,
ღირსებას მატებს ადამიანებს,
ენატანია სხვასაც კი, მაგრამ
უფრო მეტად კი თავს იზიანებს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →