შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

რეინკარნაციული

თითქოს შემოდგომის სევდა მომერია,
სულის ფორიაქიც გახდა რიტუალი,
ღამე სიმარტოვემ სულ მთლად გადამრია,
გამოსახსნელი გზა კიდევ არსად არი.

მესმის სიარული,
ერთი,
ორი,
სამი,
ოთახში ფიქრები ახლაც მიმოდიან.
სულის მხუთვარე აზრებს ვეკითხები,
რატომ მაწამებენ, რატომ გამოდიან.

უფალს ცოდვილობის შევთხოვ მოწყალებას,
მერე ლოცვის ანბანს გულით ვიზიარებ,
სულის კუნჭულიდან ვცლი ამორძალებას,
კაცთა უთქმელობას ისევ ვაღიარებ.

თვალი მებინდება, როგორც ცივი არყით სავსეს,
ვინაც ძილ-ღვიძილის შორის გაჭედილა,
ჩემი სული ხორცით ისე სავსე არის,
ვითა მთვრალი კაცი ღვინით გაჟღენთილა.

თითქოს შემოდგომის სევდა მომერია,
სულის ფორიაქიც გახდა რიტუალი,
ღამე სიმარტოვემ სულ მთლად გადამრია,
გამოსახსნელი გზა კიდევ არსად არი.
Laravel

კომენტარი

1
ცოტნე არჩვაძე
ცოტნე არჩვაძე პოეტი, ფილოსოფოსი დონე 1 · ახალბედა 3 წლის წინ
,,ჩემი სული ხორცით ისე სავსე არის,
ვითა მთვრალი კაცი ღვინით გაჟღენთილა." 👏👏👏
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →