შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

უხმო დიალოგი

‎
‎ნდობას შემუსრულს გზად ეჭვი დაიმონებს,
‎კაცთა მოდგმას გველი სდევდა საფუძველად,
‎ასე დაღად ესვათ, სხვა ხმა დამიმოძღვრებს
‎მე კი მდუმარება მყვება სამოსელად.
‎
‎ლანდი შთაგონების არსად დაიკონეს,
‎თითქოს გონს მიჰქონდა ფირი საურველად,
‎და მეც ფიქრს გავყვები, სანამ დამიშორებს,
‎სანამ სხვა ქმედება იქცა საძულველად.
‎
‎რად ღირს, ან ცხოვრება ფასად რას იტოლებს? -
‎ზურგით სატარებელ ჯვრად რომ დაითმობდე,
‎ყოფნის სევდის ფლობა სიტკბოდ რას იყოლებს,
‎რომ შუქს, ფერგადასულს, ვერად ჩაიქრობდე
‎
‎სხვისას არვინ მარგებს სამკალს საიმდროვეს,
‎ჩემთვის საცხოვრად კი ჟამი გამირბოდეს,
‎წამი საკუთრად რომ ყოფა ჩემი მქონდეს
‎და თუნდ ნაბიჯები ექოდ გაისმოდეს.
‎
‎ბგერა წაიღე და ფიქრი დამიტოვე,
‎რომ ჩემ თავთან ისევ მთელი ღამე ვბჭობდე...
‎აღარ მიმატოვებს მხოლოდ სიმარტოვე
‎და ეს ლექსიც თუ გსურს საგზლად გაიყოლე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →