ჩანაწერი
Laravel
თუ
ჯერ აიხდენს ჩემ ოცნებებს სხვა — სრულიად სულ სხვა;
გადაუვლის ეს დეკადაც, თვალს შერჩენილ ხედებს.
კავკასიის ყინულოვან ქართა ჩემსკენ ქროლვა
მომასწავებს არას კარგს და არას საიმედებს.
მომასწავებს, მაგრამ ჩემთვის სხვა ნიავი მოაქვს;
ვამბობ, როდი ვეგუები გაშეშებულ სივრცეს.
მე ასევე არ მგონია, შემაკავოს თოვამ,
რადგან ყველა მწუხარებას, თავის ღიმილს მივცემ.
ასე გულმა, ყოველ დილით, თუ არ გაიბრძოლა;
თუ კი ჟინი იმუხლება მიწის სიახლოვეს;
თუ მომავლის უცხო ფიქრმა უხმოდ გაიქროლა —
მაშინ შენმა იმედებმა უკვე დაგიგლოვეს.
თუ დღეებმა განაბულად თვალთან გამირბინეს,
და სარკმელთან ჩემი ფიქრი ზამთრად დამიმკვიდრდა;
თუ სურვილებდახრჩობილ მზერა გაიმეფეს,
მაშინ ჩემი ლანდიც, ალბათ, შორეთს გამიდგება.
მაგრამ ამ ჩრდილს ჩემთან ახლოს, სადა ქვისფრად ვიწვევ;
არ უარვყოფ, თუ კი მხოლოდ ღამემ გადაფარა.
ამ ღამესაც შეუმჩნეველ სილამაზედ ვირჩევ,
რადგან მჯერა — ყველა ცუდში კარგიც დაიფარა.

კომენტარი
0