ჩანაწერი
Laravel
რა გამაღიმებს
დილის მზის სხივია — ჯერაც არნახული გრძნობა მოქმედების,
უცხო განთიადი პირველ გაღვიძებას სიცილს ვაჭექებდით.
უცხო სამყაროში ბევრი სასწავლი გაქვს — არა მოსვენების,
მაგრამ ჯერ არ ვიცით, რამდენს ვილხინებთო, ჩვენ თავს ვაჯერებდით.
ახლა აზრებს ვაწყობ გეგმებს მიყოლებით,
მეც რომ რამე შევქმნა, რამდენს ვიღონებდი.
მაგრამ ვფიქრობ ერთზე — ამას ვუფიქრდები,
მხოლოდ ვცოცხლობთ ისე, არვის ვუფრთხილდებით.
ამ ფიქრებში ვარ და ალბათ ასე მიწევს — ამას ვერ ავცდები.
აღარც ის ღიმილი, მხოლოდ გაყინული სახეს შემახმება.
ან რა გამაღიმებს ამის შემხედვარე?
ომია, რას შვრებით — მხოლოდ სიბოროტეს დრო აქვს გამეფების, თან აქვს შემართება.
დილის მზით მოსულის დროა შებინდების,
ისევ იგივე და გამთენიისასვე ღამეს ვათენებდი.
ხმასაც აღარ ელი შიშით გაცინების — ხმაა შეცოდვების,
ამას გადმოვცემდი ასე თეთრ ფურცელზე, მელანს ვაწვეთებდი.
დროს ვერავინ შეცვლის — თვითონ შევიცვლებით დროის დაბრალებით.
ცოდვა დავიდეთ და აღიარებისას დროსვე ვაწერებდით.
სხვა დრო მოვიდა და ბრალი მისიაო, ისე ვეთანხმებით,
თითქოს უცოდველად წლები დავტოვეთ და დროებს ვაშველებდით.
ახლაც იგივეა — ისევ უგულობა, ზიზღი, შეძულება.
მაგრამ დაღლილი ვარ — ისევ ისეა, თუ ამდენს ვეღარ ვხვდები.
ყველა გრძნობა გაქრა — მჯერა, იმედი რომ ახლაც ჩემთან რჩება,
თითქოს სულ დასრულდა აქ ის ყველაფერი, რასაც ვაკეთებდი.

კომენტარი
0