შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

შენ

...შენც ჩემზე ფიქრში დაწერე ლექსი,
მეც სიხარულის ფიალა შევსვი...
წუხელ გავიგე შენი ნაზი ხმა,
დიდი სევდის ხე იმ წამს გამიხმა.
შენ სიყვარულით დაწერე ლექსი,
ეს იყო შენთვის დიდი რეფლექსი;
მე გულისყურით დავიწყე კითხვა,
გული გამითბო იმან, რაც ითქვა.
შენ მეგობარი მიწოდე სულის;
საყვარელი ხარ, გოგონავ, უფლის!
შენი სახელიც ამასვე მოწმობს.
შენი წადილი ჩემში კვლავ ომობს.

შენ ხარ ოცნება აუხდენელი,
მე მაინც მჯერა, რომ ამიხდები.
დღეები შენით გაუცდენელი
მიიჩქარიან... მეც ავინთები,
როგორც სასმისში - ღვინო ხვანჩკარა
და მოვალ შენთან, ჩაგეხუტები;
ვნატრობ, ეს ჟამი, რომ დააჩქარა.

როდესაც შორს ხარ, სევდის ხე ხარობს;
როცა ახლოს ხარ, ჩემს სულში დარობს,
შენი ღიმილი გულს ისევ ართობს,
შენი ტკბილი ხმა მატყვევებს, მათრობს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →