შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

იდუმალი სილურჯე

სადღაც შორს ლურჯი ზღვის ქვიშიან ნაპირებს
მზის სხივი აპირებს უკოცნოს ხელ-პირი.
სადღაც სულის სიღრმე მოუცავთ ვამპირებს.
ოდესღაც სიშორეს ნაღვლობდა შექსპირი.

შორისი სილურჯე მეფის სულს ანცვიფრებს,
მისკენ მოაჭენებს ლურჯ მერანს მგოსანი...
ეს კორიანტელი - ვის არ დააფიქრებს -
თეთრი ანგელოზი, უხმო და ფრთოსანი.

მე სულის სიღრმეში რამდენჯერ ვაპირე,
რომ ამომეგლიჯა უღმერთო ვამპირი.
შორისო მზის სხივო, კვლავ გაანაპირე
გამქრალი ლურჯი ზღვის ლამაზი ნაპირი!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →