შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ეული სული

ოდეს, რომ ვრჩები ჩემთან ეული,
დავეხეტები მე მთვარეული.
ჩემი სივრცეა ფიქრის ხვეული.
ფიქრების ზღვაა გადარეული.
მე, ჩემს სივრცეში გადალეული,
დავდივარ გზიდან გადახვეული.
სიბრძნის აღარ ვარ ისევ წვეული.
სივრცეში ჩნდება ფიქრის რვეული,
შიგ იწერება სიტყვა: ,,ეული...
ეული სული, სული ეული -
იდუმალ სივრცით გადალეული."
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →