ჩანაწერი
Laravel
ასეც ხდება, გავუყვები ქუჩებს...
ასეც ხდება, გავუყვები ქუჩებს,
ჩემში ფიქრის ქარიშხალი მძლავრობს.
სიარულში გულს გავუხსნი მუზებს,
ჩემში ლექსის აღმაფრენა მათრობს.
ვხედავ ბაბუს, შვილიშვილს რომ ართობს;
ვხედავ დედას, ვხედავ, როგორ დარდობს;
აგერ ვაჟიც! - შეყვარებულს ათბობს;
აგერ ლოთიც, ქალებთან რომ მასხრობს!
კვლავ მივდივარ, მივუყვები ქუჩებს,
ვეგებები მოფარფატე მუზებს;
ახლა ფიქრის ქარიშხალი ცხრება,
სულში ლექსის აღმაფრენა მრჩება.
ჩემში ფიქრის ქარიშხალი მძლავრობს.
სიარულში გულს გავუხსნი მუზებს,
ჩემში ლექსის აღმაფრენა მათრობს.
ვხედავ ბაბუს, შვილიშვილს რომ ართობს;
ვხედავ დედას, ვხედავ, როგორ დარდობს;
აგერ ვაჟიც! - შეყვარებულს ათბობს;
აგერ ლოთიც, ქალებთან რომ მასხრობს!
კვლავ მივდივარ, მივუყვები ქუჩებს,
ვეგებები მოფარფატე მუზებს;
ახლა ფიქრის ქარიშხალი ცხრება,
სულში ლექსის აღმაფრენა მრჩება.
Laravel
კომენტარი
0