შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ტერენტი გრანელს და გალაკტიონს

მარადიული და უსასრულო
მოსჩანან ლურჯი ჰორიზონტები.
ტერენტი გრანელს და გალაკტიონს
ცის ლაჟვარდებში მივესალმები.

თქვენ გსურდათ რაღაც გამოუთქმელი,
არ გსურდათ მიწის ვიწრო კალთები;
და გშურდათ ქრისტეს ზეცად გაფრენის.
პოეზიაში მარად დარჩებით.

მეც მიყვარს ფრენა და ლაჟვარდები,
სადაც ეს სული ჰორიზონტს მისდევს.
უსასრულოში გადავვარდები
და მარადიულს წამად მივიჩნევ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →