შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ჩვენი სიტყვა

თავდაპირველად რომ იყო სიტყვა,
ეს არ ვიცოდი.
აქ სიყვარულის მოვიდა სეტყვა;
და მე გიცნობდი.

აქ მთელი ღამე წვიმდა და წვიმდა;
შენ არ იყავი.
ღრუბელთან ერთი სული გიცდიდა,
ცხელი, მზესავით.

გავიდა ჟამი და ჩვენ არ დავრჩით;
წავედით სხვაგან.
უეცრად, ცეცხლის კოცონად გავჩნდით
ნაპერწკლისაგან.

მე შენ გითხარი, რომ შენ მიყვარდი;
შენ არ მისმინე.
შენს თავს მახსენებს ყოველი ვარდი;
მწარედ ვიცინე.

ალბათ ოდესმე მე შენ გიხილავ
ელვარეს, ვით მზეს;
მჯერა, სიყვარულს ვერ დაიჭირავს
სიკვდილის კლიტე.

იყო მზე ზღვაში და ზღვა თბებოდა.
მე ზღვა ვიყავი.
გულს შენი მზერა მეფინებოდა;
ჩემში იყავი.

აქ სიყვარულის მოვიდა სეტყვა;
და მე გიხმობდი.
შენგან სმენილი ყოველი სიტყვა
გულით ვიცოდი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →