შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

აბსურდი

ცხოვრება. აბსურდი. ალბერ,
თქვი, რა აკავებს აქ კაცს..
როცა კამიუს ,,უცხო"-ს დავწერ,
ცხოვრებას დავანებებ თავს.

სიტყვები ღიმილებს ასიტყვებენ.
და ეს უაზრობა ცხოვრებას ჰგავს.
კირილოვები სუიციდირებენ,
აზრს ეძებენ, აზრს.

კირილოვი, კამიუ და ქვა.
აქ არის გზა; იქ ღმერთია.
გაიღიმა და რაღაცა თქვა
ეკლესიასტემ. სულ ერთია.

სულელია, ვინც გრძნობს,
რომ ბრძნობს; და დრო
წარმოშობს ბევრ სნობს.
და ქალმა სითბო მომადო.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →